მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გალიდან მოსახლეობის გადინების მხრივ რთული მდგომარეობაა" - კონსტანტინ ფილია

გალი

ოკუპირებული გალის რაიონის ხელმძღვანელის, კონსტანტინ ფილიას განცხადებით, გალიდან მოსახლეობის გადინების მხრივ რთული მდგომარეობაა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე ფილიამ აღნიშნა, რომ 2011 წლის აღწერით, გალის რაიონში 30 000 ადამიანი ცხოვრობდა, საიდანაც 7000 ქალაქ გალის მცხოვრები იყო.

მისი თქმით, ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა. ფილიას განცხადებით, მოსახლეობის გადინება 2015 წელს დაიწყო. მიზეზი დოკუმენტების მიღების სირთულეა. გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის მტკიცებით, ამ მხრივ ვითარება გამოსწორებულია, თუმცა მოქალაქეები შვილებს უკეთესი პერსპექტივისთვის სხვადასხვა მიმართულებით გზავნიან.

ენგურის ხიდს, ფილიას თქმით, ყოველდღიურად დაახლოებით 2,5 ათასი ადამიანი კვეთს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები