ოკუპირებული ცხინვალი რუსეთთან მიერთებას განიხილავს. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის დე ფაქტო თავმჯდომარემ “რია ნოვოსტის” განუცხადა. მისი თქმით, საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება. ცხინვალის რუსეთთან მიერთების სურვილით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაზე დასმულ კითხვას ალან ალბოროვმა უპასუხა:
“ყველა საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით განვიხილავთ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“.
ალბოროვის თქმით, მოსკოვი და ცხინვალი კოორდინირებულ "საგარეო პოლიტიკას“ ატარებენ.
“როცა რუსეთთან ერთად ამ იდეამდე [შეერთება] მივალთ, ამას გავაკეთებთ“, - აღნიშნა მან.