მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა რამშტაინის შეხვედრაზე "გამარჯვების გეგმას" წარადგენს - ზელენსკი

uk

12 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ რამშტაინში უკრაინისა და მოკავშირეებს შორის ჩანიშნულ შეხვედრაზე პრეზიდენტი ზელენსკი "გამარჯვების გეგმას" წარადგენს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა თავის Telegram გვერდზე დაწერა.

"წარმოვადგენთ გამარჯვების გეგმას, ამ ომის დასასრულებლად მკაფიო და ზუსტ ნაბიჯებს", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დეტალები საზოგადოებისთვის ჯერ უცნობია, თუმცა უცხოური მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ გეგმა უკვე წარუდგინა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს - კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გეგმის შეფასებისას ახსენა, რომ გაწერილია პროდუქტიული ნაბიჯები, რომელთა შესრულებაშიც აშშ უკრაინას დაეხმარება.

ამავე დროს, Wall Street Journal ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ზელენსკის გეგმა აშშ-სთვის დამატებითი საბრძოლო ტექნიკის თხოვნას და გრძელ დისტანციის რადიუსის მქონე რაკეტებზე აკრძალვის მოხსნას ითვალისწინებს და "ყოვლისმომცველი სტრატეგია" აკლია.

აღსანიშნავია, რომ "გამარჯვების გეგმაზე" უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც საომარი მოქმედებების ხანგრძლივობა 1000 დღეს უახლოვდება, რამდენიმე თვეა აანონსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები