მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინა საბრძოლო დრონების მასობრივად წარმოებას იწყებს

დრონები
BM. GE
07.07.25 20:02
334

გასულ დღეებში, უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთის მიმართულებით ასობით დრონი გაუშვეს. თუ ერთმა მხარემ აეროპორტების საქმიანობის შეფერხება მოახერხა, მეორემ მშვიდობიანი მოსახლეობა იმსხვერპლა. როგორც რუსული მხარე აცხადებს, 120-მდე უკრაინული დრონის ჩამოგდება მოხერხდა. მტრის მიერ გამოშვებული ასობით დრონის ჩამოგდებაზე საუბრობს ოფიციალური კიევიც.

ომი გრძელდება და დრონების ეფექტურობის ზრდა მოწინააღმდეგე ქვეყნებს საფრენი აპარატების წარმოების გაზრდისკენ უბიძგებს. სწორედ ამ მიზნით, უკრაინულმა მხარემ დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმება დადო. მიზანი ყოველწლიურად ასობით ათასი ახალი დრონის ადგილობრივად შექმნაა. როგორც გაირკვა, უკრაინამ შეთანხმება დანიურ და ამერიკულ კომპანიებთან გააფორმა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, უახლოეს მომავალში ოფიციალურ კიევს შეეძლება დაიწყოს დრონების მდგრადი წარმოების უზრუნველყოფა. ამან კი, შესაძლოა, მომავალ თვეებში კონფლიქტის ტრაექტორია მნიშვნელოვნად შეცვალოს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები