მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინამ ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურს დრონებით დაარტყა

დრონები
BM. GE
04.08.25 14:47
576

უკრაინული დრონებით რუსულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები გრძელდება. ამჯერად სამიზნე რუსეთის ვოლგოგრადის რეგიონში მდებარე არჩედას რკინიგზის სადგური იყო. დრონების უდიდესმა ნაწილმა რკინიგზის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ენერგო-ინფრასტრუქტურა დააზიანა. ცეცხლი გაჩნდა სადგურზეც. რუსული მხარის ინფორმაციით, ლიანდაგებზე ერთი აუფეთქებელი დრონიც იპოვეს.

უკრაინული მხარის მიერ განხორციელებულმა დარტყმამ სარკინიგზო მოძრაობა ერთდროულად რუსეთის რამდენიმე რეგიონში შეაფერხა. შეტევის შემდგომ, რამდენიმე საათის განმავლობაში ვოლგოგრადის აეროპორტი თვითმფრინავებს აღარ იღებდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში 61 უკრაინული დრონის განადგურება მოხერხდა. მათგან 6-ის, ვოლგოგრადის თავზე. აღსანიშნავია, რომ უკრაინულ მხარეს შეტევის განხორციელების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები