მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს

უკრაინის პასპორტი

უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს. როგორც „ბიბისი“ წერს, ეს შეზღუდვა უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის არმიაში პირადი შემადგენლობის დანაკლისის გამო მიიღო.

ახალი წესები არ ვრცელდება მხოლოდ 18-60 წლამდე იმ მამაკაცებზე, რომელთაც საომარი მდგომარეობის პირობებში საზღვრის კვეთის უფლება აქვთ.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, დოკუმენტის მიღება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ ორგანოში, ან საიმიგრაციო სამსახურში იქნება შესაძლებელი და არა სხვა ქვეყნებში უკრაინის წარმომადგენლობებში, როგორც აქამდე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები