მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა ზამთრისთვის გაზის საჭირო მარაგის შევსებაზე იტყობინება

გაზი მილსადენი

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის გაზის საცავებში ამ დროისთვის 14.7 მილიარდი მ3 მოცულობის გაზია აკუმულირებული. სამინისტროს ცნობითვე, უკრაინის გეგმა, რომ ზამთრისთვის საკმარისი მარაგი ჰქონოდა, წარმატებით შესრულდა.

თავის მხრივ, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას განაგრძობს.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით სულ მცირე 270 თავდასხმა განხორციელდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე. შედეგად ნახევარი ენერგოსისტემა დაზიანდა მათ შორის გენერაციის ობიექტები და გადამცემი ხაზები. ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად და ენერგომიწოდების აღსადგენად უკრაინამ ჯამში 272 მლნ დოლარი მიიღო მოკავშირე ქვეყნებისგან. უშუალოდ აშშ-ისგან კი 897 მლნ დოლარი.

პრემიერის დენის შმიგალის თქმით, ეს თანხა გენერატორების შესყიდვასა და ენერგეტიკული ობიექტების აღდგენაზე დაიხარჯა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები