დონალდ ტრამპის მხრიდან რამდენიმეკვირიანი ზეწოლის შემდეგ, უკრაინამ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე იერიშები დროებით შეაჩერა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, არაოფიციალური პაუზა გასულ კვირას ამოქმედდა, თუმცა ახლა ოფიციალური სახე მიიღო და ის, სავარაუდოდ, აშშ-ის შუალედური არჩევნების დასრულებამდე გაგრძელდება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შორ მანძილზე მოქმედი დრონების დანაყოფებმა შესაბამისი მითითება უკვე დაწყებული მისიების დასრულების შემდეგ მიიღეს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტს განუმარტა, რომ დელიკატური დიპლომატიური ვითარების გამო, სამიზნეების დროებით შეცვლა მიზანშეწონილია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოზიცია გაიზიარა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ სამხედროებს დარტყმების განახლება ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განმარტა, რომ უკრაინელი მებრძოლები ამ დღეებში მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ.
შეგახსენებთ, რომ კიევის ამ ნაბიჯს წინ ორმხრივ ურთიერთობებში გაჩენილი ღრმა კრიზისი უძღოდა. თეთრი სახლის ლიდერმა რამდენიმე კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა კი ქვეყნისთვის Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტით სარგებლობა შეზღუდა.
ცნობისთვის, უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დრონების კამპანია მოსკოვის წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ბერკეტად იქცა.
























