უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან დაპირებული 177 მილიარდი დოლარიდან მხოლოდ 75 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც თანხის 42%-ია.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მან არ იცის, თუ სად არის დანარჩენი თანხა, ან როდის მიიღებს მას უკრაინის ხელისუფლება.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინის დასახმარებლად რამდენიმე პაკეტი მიიღო, მათი ნაწილი მოიცავდა როგორც პირდაპირ ფინანსურ დახმარებას, ასევე დაპირებული თანხის შესაბამისი ღირებულების აქტივებსა და სერვისებს, მათ შორის იარაღებს, სამხედრო ტექნიკასა და საბრძოლო მასალებს.
ასევე გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ დახმარების ზოგიერთი პაკეტი რამდენიმე წელიწადზეა გათვლილი, შესაბამისად, ტრანზაქციების ნაწილი მომავალში განხორციელდება.




























