მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ და მოლდოვამ EU-ს რეკომენდაციები შეასრულეს - ევროკომისია

ევროკავშირი
07.06.24 17:40
268

ევროკომისიამ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COERPER) სხდომაზე უკრაინასა და მოლდოვაში რეფორმების მიმდინარეობის შეფასების წარდგენა მოხდა, რომლის მიხედვითაც ორივე ქვეყანამ ევროკომისიის მიერ რეკომენდაციების სახით გაცემული რეფორმები შეასრულა.

"ჩვენ ვადასტურებთ, რომ კომისიის მხრიდან წევრ სახელმწიფოებს მივაწოდეთ ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ამ ორი ქვეყნის მიერ ყველა ნაბიჯი შესრულდა, ახლა გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული და სწორედ მათ უნდა დაამტკიცონ მოლაპარაკებების ჩარჩო", - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა ანა პიზონერომ.

უკრაინისთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მიმართულებები დეოლიგარქიზაციის მხრივ რეფორმების გატარებას, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) გაძლიერებას შეეხებოდა, რაც ამ უწყებას თანამდებობის პირთა საკუთრებაში არსებული ქონების კანონიერების გადამოწმების შესაძლებლობას აძლევს. კიდევ ერთი საკითხი უკრაინის მიერ ლობიზმის რეგულირების ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობის მიღება იყო.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები