უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში ომის ორივე მხარეს დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა ნახევარ მილიონს უახლოვდება. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
მათი ცნობით, ამ რაოდენობაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლეობა არ შედის.
გავრცელებული ინფორმაციით, ომში 120 ათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა და დაახლოებით 180 ათასი დაიჭრა. რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, მათ სავარაუდოდ, 70 ათასამდე დაღუპული და 120 ათასამდე დაჭრილი ჰყავთ.
New York Times-ი ასევე წერს, რომ ეს დადასტურებული მონაცემები არ არის და ომში დანაკარგების შესახებ სხვა მონაცემებსაც ავრცელებენ - მაგალითად, პენტაგონის დოკუმენტებში, რუსეთის დანაკარგი დაღუპული სამხედროების სახით სულ მცირე 43 ათასი, ხოლო უკრაინისა 17 ათასზე მეტია.