მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ IMF-სგან $2.7 მილიარდის მოცულობის პირველი ტრანში მიიღო

642c101d0a799
მარიამ ვარადაშვილი
04.04.23 16:11
475

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან [IMF] 2.7 მილიარდი დოლარი უკვე მიიღო. ეს პირველი ტრანშია მარტის ბოლოს ქვეყნისთვის გამოყოფილი 15.6 მილიარდი დოლარის მოცულობის საკრედიტო პროგრამიდან. 

დახმარების პროგრამის მიზანია ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში და მისი ზრდა ომის შემდგომი პერიოდის აღმშენებლობის დროს.

ქვეყანა ფინანსურ დახმარებას ორ ეტაპად მიიღებს და მეორე ფაზა ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენასა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საჭირო რეფორმების გატარებას მოხმარდება. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები