მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინას რუსეთის შეჭრის გამო $100 მილიარდის ზიანი მიადგა - ზელენსკის მრჩეველი

622a5911df9e2
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.22 23:53
813
ორ კვირაზე მეტია, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. რუსული სამხედრო ძალები მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვას აგრძელებენ და საცხოვრებელ სახლებსა და ინფრასტრუქტურას აზიანებენ. მაგალითისთვის გუშინ ჟიტომირის საავადმყოფოში გათბობის ოთახი დააზიანეს და მარიუპოლში სამშობიარო სახლი დაბომბეს. უკრაინული გამოცემა Unian-ი წერს, რომ ეკონომიკურ საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ოლეგ უსტენკოს ცნობით, რუსეთის ინტერვენციამ უკრაინას 100 მლრდ დოლარის ღირებულების ზიანი უკვე მიაყენა. 

პრეზიდენტის მრჩეველმა ეს შეფასება პეტერსონის სახელობის საერთაშორისო ინსტიტუტის ვირტუალურ კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა. „ეს კატასტროფაა, რომელიც იმაზე ღრმაა, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს. რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, მთელ მსოფლიოში რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგო უნდა ამოქმედდეს. ეს სისხლიანი ფულია“, - განაცხადა მან. 

პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ ომის გამო უკრაინაში წარმოებების 50% დაიხურა, დანარჩენები კი თავისი შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობენ. ოლეგ უსტენკომ ისიც თქვა, რომ ქვეყნის ფინანსური სისტემა და ეროვნული ვალუტა სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებს.

ცნობისთვის: რუსეთის ფედერაცია 24 თევერვალს უკრაინაში შეიჭრა. ოკუპანტები თავს არამხოლოდ სამხედრო ნაწილებს, აეროპორტებს და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს ესხმიან, არამედ ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოსახლეობას და საცხოვრებელ კორპუსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები