ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მომავალი ზამთრისთვის მოსამზადებლად უკრაინას მინიმუმ 5.4 მილიარდი ევრო ესაჭიროება. აღნიშნული მონაცემები უკრაინის ენერგეტიკის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, დენის შმიჰალმა წარადგინა. ოფიციალური კიევის განმარტებით, მომავალი ცივი სეზონისთვის მზადება სახელმწიფოსთვის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს და ის უკვე უნდა დაიწყოს.
მინისტრის განცხადებით, პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკული ობიექტების დაცვას, სარემონტო მასალების შესყიდვის დაჩქარებასა და გაზის მარაგების დაგროვებას მოიცავს.
პარალელურად, უკრაინელმა სპეციალისტებმა ლატვიაში, ლიეტუვაში, სლოვაკეთში, ავსტრიასა და ხორვატიაში უკვე შეამოწმეს 8 ექსპლუატაციიდან გამოსული თბოელექტროსადგური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული ობიექტებიდან საჭირო აღჭურვილობის დემონტაჟსა და მათ უკრაინის დაზიანებულ ენერგოობიექტებზე ტრანსპორტირებაზე.
დენის შმიჰალმა ხაზი გაუსვა უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდის ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობასაც. ამ მიმართულებით საჭირო დაფინანსების მოცულობა ამჟამად 829 მილიონ ევროს შეადგენს.




























