გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ცნობით, რუსული სამხედრო ძალების შეჭრის შემდეგ, უკრაინაში დადასტურებულად 7,031 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აქედან თითქმის 400 კი ბავშვი იყო.
OHCHR-ის განმარტებით, გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა 7,000-ზე გაცილებით მეტია, რადგან ეს სწორედ ის მონაცემებია, რომელთა უშუალოდ გადამოწმება და დადასტურება უკრაინულმა სახელმწიფო უწყებებმა და გაეროს წარმომადგენლებმა შეძლეს.
„უკრაინაში დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უდიდესი ნაწილი ფართო მოქმედების არეალის იარაღის გამოყენებით არის გამოწვეული, მათ შორის: მძიმე არტილერიით, საჰაერო თავდასხმითა და სარაკეტო სისტემებით“, - აღნიშნულია გაეროს ანგარიშში.




























