მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში 8 490 სამოქალაქო პირია დაღუპული - გაერო

643546ff09c03
მარიამ ვარადაშვილი
11.04.23 16:13
620
გაეროს ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში 8500-მდე გაიზარდა დაღუპული სამოქალაქო პირების რაოდენობა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებსა თუ საბრძოლო მოქმედებების ადგილზე ორგანიზაციას დაშვება არ აქვს, შესაბამისად, ეს რაოდენობა ზუსტი არ არის. გაეროს 9 აპრილის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო აგრესიას 8 490 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 14 244 კი დაიჭრა.

გასული წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ომს წინ უსწრებდა კრემლის მიერ მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები