მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის შედეგად უკრაინაში 9 444 სამოქალაქო პირი დაიღუპა - გაერო

ომი უკრაინაში

გაერომ ომის დაწყებიდან დღემდე გაერომ უკრაინაში 9 444 სამოქალაქო პირის დაღუპვა დაადასტურა.

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის 545 ბავშვია. ამავე განცხადებით, დაიჭრა 16 940 ადამიანი, მათ შორის 1 126 ბავშვი. დაღულთა რიცხვი სავარაუდოდ, უფრო დიდია, რადგან ზოგიერთი ადგილიდან, სადაც საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს ორგანიზაციას ინფორმაციას ვერ იღებს.

რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. სწორედ ამ დღეს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები