უკრაინაში ეკონომიკის აღსადგენად, ბიზნესის მხარდაჭერისთვის, სახელმწიფოს სასესხო ვალდებულებებისთვის და მოქალაქეებისთვის დაკარგული საცხოვრებლის საკომპენსაციოდ საჭირო რესურსების აკუმულირებისთვის სპეციალური ფონდი შეიქმნება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც საინფორმაციო ტელემარათონით გადაიცემოდა.
„მთავრობამ შესაბამის უწყებებს უკრაინის ეროვნულ ბანკში 4 ანგარიშის გახსნის დავალება უკვე მისცა. ამ ანგარიშებზე რესურსები ფიზიკური პირებისგან, ორგანიზაციებიდან, კომპანიებიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან დაირიცხება. საუბარია ეკონომიკის აღგენისა და ტრანსფორმაციის ფონდზე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფონდზე, განადგურებული ინფრასტრუქტურისა და კერძო ქონების აღდგენის ფონდზე, ასევე სახელმწიფო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ფონდზე“, - განაცხადა შმიგალმა.
ქონებისა და დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენის ფონდთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ საუბარია სახლებსა და ბინებზე, საცხოვრებლებზე, რომლებიც ადამიანებმა ომის შედეგად დაკარგეს. ფონდი ნივთებს კომპენსაციასაც უზრუნველყოფს.




























