მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს - „კავკასიის ავტომარკეტი"

62950da63e00a
თამთა ჯიჯავაძე
31.05.22 00:55
888
„კავკასიის ავტომარკეტის" დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კახა ლომიძის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომმა საქართველოდან ამ ქვეყნის მიმართულებით ავტომობილების რეექსპორტი შეამცირა, თუმცა მოლოდინები პოზიტიურია.

„ომი დიდი შოკი იყო, რამაც გაყიდვები ძალიან შეამცირა, მათ შორის რეექსპორტი. თუმცა აპრილ-მაისში გაყიდვები უფრო მეტი იყო იანვარ-თებერვალთან შედარებით. ამიტომაც მოლოდინები ოპტიმისტურია, შესაბამისად ახლა საქართველოში ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობა გვაქვს. მოთხოვნის დაგროვება თვის განმავლობაში გაყიდვების შემცირებამაც განაპირობა“, - აღნიშნა მან „საქმის კურსში“ საუბრისას.

მისივე თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ავტომობილების რეექსპორტის კუთხით აზერბაიჯანი ლიდერობს, მეორე ადგილზეა უკრაინა და მესამე ადგილზეა სომხეთი, შემდეგ კი ყაზახეთი და ყირგიზეთი.

აღსანიშნავია, რომ როგორც BMG-ის “საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ თვის დასაწყისში განუცხადა, 2022 წლის პირველ კვარტალში, ქვეყანაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უკრაინიდან ავტომობილების რეექსპორტით მიღებული შემოსავლები 66%-ით შემცირდა და $7 მლნ შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები