მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში ბუნებრივი აირის მარაგმა ბოლო ექვსი წლის მაქსიმუმს მიაღწია

natfogaz

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია Naftogaz-მა ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად მიწისქვეშა საცავებში ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა დააგროვა.

როგორც ირკვევა, ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმების მიუხედავად, მარაგმა 16 მილიარდ კუბურ მეტრს მაინც მიაღწია, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება გათბობის სეზონის უსაფრთხოდ გადასატანად მინიმალურ ზღვრად 13.2 მილიარდ კუბურ მეტრს მიიჩნევდა. აღსანიშნი ფაქტია, რომ წინა სეზონი უკრაინამ საცავებში არსებული 14 მილიარდ კუბურ მეტრზე ნაკლები მარაგით დაიწყო.

საყურადღებოა, რომ მარაგების დაგროვება ქვეყანაში გაზის საერთო მოხმარების შემცირების ფონზე მიმდინარეობს. ამის განმაპირობებელი სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული რუსული იერიშები და საწარმოების იძულებითი გაჩერება გახდა. Natfogaz-ის წარმომადგენლის, სერჰი ფედორენკოს განცხადებით, მიმდინარე წელს უკრაინაში გაზის მოხმარება გასული წლის 21 მილიარდი კუბური მეტრიდან დაახლოებით 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდება. მისივე შეფასებით, კონფლიქტის პირობებში გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება რთულია იქნება, რადგან საომარი ვითარება ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები