უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება აცხადებს, რომ უკრაინაში ცის დახურვის განსხვავებული ვარიანტები განიხილება. ამის შესახებ მან ონლაინ-ბრიფინგის დროს განაცხადა.
„როგორ შეიძლება უკრაინის ცა დაიხუროს და რუსული თვითმფრინავებისგან გაიწმინდოს, სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ესეც უკიდურესად რთული საკითხია“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა.
დიმიტრი კულებამ უკრაინელებს მოუწოდა, არ შეწყვიტონ NATO-სთვის უკრაინის ცის დახურვის მოთხოვნა.
„ადრე თუ გვიან მივაღწევთ იმას, რომ ამა თუ იმ ფორმით ჩვენ უკრაინის ცაზე არსებულ მდგომარეობას ჩვენს სასიკეთოდ შევცვლით, მაგრამ ამისთვის მუდმივი ზეგავლენაა საჭირო“, - თქვა კულებამ.
ცნობისთვის: 4 მარტს NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსს შიშობს, რომ უკრაინის თავზე ცის დახურვა ევროპაში სრულმასშტაბიან ომამდე მიგვიყვანს, რომელშიც მრავალი ქვეყანა იქნება ჩართული.




























