მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში მიმდინარე ომი, გერმანიის ეკონომიკას 100 მილიარდი ევრო დაუჯდა

63f47f6797d1e
მარიამ ვარადაშვილი
22.02.23 00:00
861
უკრაინის ომი გერმანიის ეკონომიკას დაახლოებით 100 მილიარდი ევრო დაუჯდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 2.5%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული კრიზისი ქვეყნისთვის პროგნოზირებულზე ზომიერი აღმოჩნდა, გერმანია მცირე რეცესიის რისკის წინაშე ჯერ კიდევ დგას.

გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი [DIW] აცხადებს, რომ ომის პირობებში მთავრობის საბიუჯეტო ხარჯების ზრდა გაგრძელდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ევროკავშირში ყველაზე მეტად გერმანიის ეკონომიკა დაზარალდა. მათ შორისაა სხვა ქვეყნებთან შედარებით რუსულ ენერგორესურსებზე მაღალი დამოკიდებულება, ინდუსტრიალიზაციის დიდი მაჩვენებელი, რაც თავის მხრივ ენერგორესურსების ინტენსიურ მოხმარებას გულისხმობს, ასევე ის ძლიერად დამოკიდებულია გლობალური მიწოდების ჯაჭვზე. ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი ელის, რომ 2023 წლის ბოლომდე რუსეთის ომი გერმანიას საკუთარი მშპ-ს 4%-მდე დაუჯდება.

გერმანიას ევროპის ენერგოკრიზისი ყველაზე მეტად შეეხო და მოსალოდნელია, რომ გავლენა 2023 წელს უფრო თვალსაჩინო იქნება, რაც ეკონომიკის რეცესიას გამოიწვევს. უმთავრესად ენერგეტიკული კრიზისის გამო IMF-ის განახლებული პროგნოზით, 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდება. თუმცა, 2023 წლის იანვარში გერმანიის მთავრობამ პროგნოზი შეცვალა და განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქვეყანა რეცესიას თავს აარიდებს. მთავრობის პროგნოზით, 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკა 0.2%-ით გაიზრდება, მაშინ როცა ოქტომბერში მთავრობა ეკონომიკის 0.4%-ით შემცირებას ვარაუდობდა. წლიურად, გერმანია დაახლოებით 100 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, ამის 55%-ს ქვეყანა რუსეთიდან Nord Stream-ის გაზსადენით იღებდა, რომელიც გასულ წელს რუსეთმა გააჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები