მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთს - პუტინი

64b04c1582b09
ალა ისპირიანი
13.07.23 23:27
693
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება საფრთხეს რუსეთს შეუქმნის, ხოლო უკრაინის მდგომარეობას უსაფრთხოების კუთხით არ შეცვლის.

„რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, ეს საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გააუმჯობესებს თავად უკრაინის უსაფრთხოებას და ზოგადად ეს გახდის მსოფლიოს ბევრად უფრო დაუცველს და გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას საერთაშორისო ასპარეზზე.

ერთი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფამ არ უნდა შეუქმნას ახალი საფრთხეები მეორე ქვეყანას. ვიმედოვნებთ, რომ ეს პრინციპი, რომელიც არაერთხელ არის გაცხადებული სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებში, იქნება გათვალისწინებული. უკრაინას ნამდვილად აქვს უფლება უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება“,- ამბობს ვლადიმერ პუტინი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები