მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში მინიმალური პენსია $100-მდე გაიზრდება - პრემიერი

615f310fea4b0
თამთა ჯიჯავაძე
08.10.21 00:30
1257
უკრაინაში მინიმალური პენსია $100-მდე გაიზრდება. კერძოდ, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მინიმალური პენსია 2 600 უკრაინულ გრივნამდე გაიზრდება.

„საპენსიო ფონდის რესურსების ზრდა მთავრობას მისცემს შესაძლებლობას პენსიები 1 დეკემბრიდან 2 600 გრინვამდე გაზარდოს, როგორც ეს დაგეგმილი იყო“, - განაცხადა პრემიერმა.

Ukrinform-ი მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით წერს, რომ პრემიერის განცხადებით, პენსიების, ხელფასების და სოციალური ბენეფიტების ზრდას რეგულარული ხასიათი ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები