მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში ომი თუ გაგრძელდა, საუბარიც არ არის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე - ირაკლი კობახიძე

კობახიძე
29.07.24 23:40
1001

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში, რეგიონშიც გაუმჯობესდება მთლიანი სურათი და გაადვილდება ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კანდიდატის სტატუსი გამოყენებული იქნა, როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი, ქვეყანაში ვითარების ასარევად, თუმცა მოლაპარაკებების გახსნას ვერ ექნება იგივე ეფექტი.

„უკრაინაში ომი თუ გაგრძელდა ერთ წელიწადზე მეტხანს, ეს იქნება ძალიან დიდი უბედურება რეგიონისთვის. საუბარიც არ არის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე, ასეთ დეტალებზე და ტექნიკურ საკითხებზე. ეს იმხელა უბედურება იქნება მთლიანად რეგიონისთვის, არა მარტო უკრაინისთვის, კონკრეტულად იმ ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ომის მდგომარეობაშია, იმდენად დიდი უბედურება იქნება მთელი რეგიონისთვის, რომ მოლაპარაკებების გახსნა საერთოდ აღარ იქნება აქტუალური თემა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში, რეგიონშიც გაუმჯობესდება მთლიანი სურათი და გაადვილდება ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე. კანდიდატის სტატუსი გამოყენებული იქნა, როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი, ქვეყანაში ვითარების ასარევად. ამ კუთხით, მოლაპარაკებების გახსნას ვერ ექნება იგივე ეფექტი. ჩემი ვარაუდია, რომ შესაბამისი სუბიექტები კიდევ უფრო პრაგმატულად მიუდგებიან ამ თემას", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები