მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში ომის გამო, Black Sea Laurus-ს წარმოების შეჩერება მოუწია

6364a68b836e9
BM.GE
06.11.22 10:10
763
უკრაინაში ომის გამო, Black Sea Laurus-ს წარმოების შეჩერება მოუწია. საქმე ის არის, რომ დაფნის გადამმუშავებელი საწარმო Black Sea Laurus-ს შესყიდული ნედლეულის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე უკრაინაში გაჰქონდა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჯერ ექსპორტი შეჩერდა, შემდეგ კი კომპანიას წარმოების შეჩერებაც მოუწია. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის წარმომადგენელმა მიხეილ მელუამ განაცხადა.

"გაზაფხულის მერე პროდუქცია არ მიგვიღია; წელს მუშაობა შევაჩერეთ, რადგან ჩვენი ნედლეულის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე უკრაინაში გადიოდა, მაგრამ შემდეგ ომი დაიწყო და ეს პროცესი შეჩერდა. სხვა ქვეყნებთანაც ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, მაგრამ ეს პროცესიც წარუმატებლად დასრულდა და გასაღების ბაზრის არარსებობამ წარმოების შეწყვეტა გვაიძულა", - აცხადებს მიხეილ მელუა.

აღსანიშნია, რომ გასულ წელს Black Sea Laurus-მა უკრაინაში 12 ტონა დაფნის ფოთოლი გაიტანა, წლევანდელი სეზონისთვის კი 400 ტონა ნედლეულის გადამუშავებას გეგმავდნენ.

ინფორმაციისთვის: კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობდა, თუმცა გასაღების ბაზრის არარსებობის გამო წელს პროდუქცია ვერ მიიღო.

ცნობისთვის: Black Sea Laurus გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანაში მდებარეობს და თავდაპირველად საწარმოში ინვესტიცია, სახელმწიფო პროგრამის „სოფლად ახალგაზრდა მეწარმის ხელშეწყობის“ ფარგლებში, დაახლოებით - 60 000 ლარის ოდენობით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ საშუალებით კი, 100 000 ლარის ოდენობით განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები