მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინაში ოთხ ოლქში ჰუმანიტარული დერეფნები იხსნება

622b09f6cb079
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.22 12:42
706
დღეს უკრაინაში დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის და კიევის ოლქებში ცხელი წერტილებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისა და ამ დასახლებებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით ჰუმანიტარული დერეფნები კვლავ გაიხსნება. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მარიუპოლი, პოლოგოვი, ვოლნოვახა, ენერგოდარი, იზუმი და კიევთან არსებული ქალაქ ბუჩა, კაზაროვიჩ, მიკულიჩინი, გოსტომელი, ანდრეევკა და ბოროდიანკა - ეს ის ქალაქებია, სადაც ჰუმანიტარული დერეფნები უნდა გაიხსნას.

„ჩვენ ჰუმანიტარული დერეფნების ახალი მარშრუტები შევიმუშავეთ, რომლებიც საჭირო მედიკამენტებს, წყალს, პროდუქტებს ხერსონის, ჩერნიგოვის, ხარკოვის და სხვა ოლქებს მიაწვდის“, - განაცხადა ვერეშუკმა.

Unian-ის ინფორმაციით, 9-10 მარტს ოკუპირებული ან კრიზისული დასახლებული პუნქტებიდან 100 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები