მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში რუსეთის საჰაერო შეტევას 30 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინა

29 დეკემბერს რუსეთმა უკრაინაზე ამ დრომდე ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა - კრემლმა სამიზნე ტერიტორიებზე 122 რაკეტა და 36 დრონი გამოიყენა. შეტევას 30 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა - ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

რაკეტებისა და დრონების ძირითადი ნაწილი უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, თუმცა ოფიციალური უწყებების ცნობით, მინიმუმ 144 ადამიანი შეტევის შედეგად დაზიანდა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტები გამოიყენა.

30 დეკემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო ძალებმა საჰაერო განგაში გამოაცხადეს. უწყების ხელმძღვანელმა ოფიციალური ტელეგრამის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს 2-წლიანი ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები