უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს.
„ამ კანონით უკრაინაში საომარი მდგომარეობა 26 მარტის 05:30 საათიდან 30 დღით გახანგრძლივდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 24 თებერვლის 05:30 საათიდან საომარი მდგომარეობა ამოქმედდა, მისი ხანგრძლივობა 30 დღე იყო. 15 მარტს კი უმაღლესმა რადაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა.




























