მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს

615acba8b0f2d
ინგა მურუსიძე
04.10.21 13:41
1061
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს უკრაინაში ახალი ელჩი ჰყავს.

როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა, ის 2019 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.

აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან გამოწვეული იქნა მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან და იგი საქმიანობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს.

გიორგი ზაქარაშვილი დიპლომატიურ სამსახურში 2004 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა. 2016-2019 წლებში, იგი გახლდათ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, 2007-2011 წლებში კი უფროსი მრჩევლი. 2012-2016 წლებში, გიორგი ზაქარაშვილი უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე საქმიანობდა. 2011-2012 წლებში, გიორგი ზაქარაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 2007 წლებში საქმიანობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტში, 2004-2007 წლებში კი რუსეთის დეპარტამენტში. სხვადასხვა დროს გიორგი ზაქარაშვილი საქმიანობდა პრეზიდენტთან არსებული დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროში, სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ქ. თბილისის მერიაში. 2019 წელს, გიორგი ზაქარაშვილს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს ასევე სხვა ქვეყნებშიც. კერძოდ, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით სოლომონია, პოლონეთში - ზურაბ ბერიძე, შვედეთში - ირაკლი ხუცურაული, ხოლო მექსიკაში ზაზა გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები