მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში ზამთრის გატარებას მხოლოდ ადგილობრივად მოპოვებული ბუნებრივი აირით გეგმავენ

ბუნებრივი გაზი

პირველად უკრაინა დამდეგ გათბობის სეზონს მხოლოდ საკუთარი გაზით გაივლის. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზ უკრაინაში“ განუცხადეს.

„მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ადგილობრივად მოპოვებული გაზის მოცულობებს ვზრდით, ეს მაჩვენებლები იზრდება. 2023 წელს „ნაფტოგაზმა“ ახალი საბადოების რეკორდული რაოდენობა გაბურღა და ჩვენ ამ ტრენდს მომავალ წელსაც გავაგრძელებთ. ამ ზამთრის გავლას ჩვენ უკრაინაში მოპოვებულ ბუნებრივ აირზე გავივლით. ჩვენი გათვლები ამ შესაძლებლობას ადასტურებენ“, - თქვა კომპანიის ალექსეი ჩერნიშოვმა.

ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა წელიწადის ცივ სეზონს არამხოლოდ მომარაგებაში ხარვეზების გარეშე გაივლის, არამედ იმაშიც, რომ მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ღირებულება არ შეიცვლება.

უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით, „უკრგაზდობიჩა“ 2023 წელს ბუნებრივი გაზის მოპოვებას 1 მლრდ კუბური მეტრით, 13 მლრდ კუბურ მეტრამდე  ზრდის. 2022 წელს კომპანიამ 12.5 მლრდ კუბური მეტრის ბუნებრივი აირი მოიპოვა, რაც 2021 წლის მოპოვებაზე 3%-ით ნაკლებია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები