მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინიდან ლტოლვილების რიცხვი 2.5 მლნ-მდე გაიზარდა - UNHCR

622b39837edec
მარიამ ვარადაშვილი
11.03.22 16:07
541

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო 2.5 მლნ უკრაინელს მოუწია ქვეყნის დატოვება. ეს მონაცემები გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს [UNHCR] ეკუთვნის. 

UNHCR-ის უმაღლესმა კომისარი ფილიპო გრანდი "ტვიტერზე" დაწერა, რომ, დაახლოებით, 2 მლნ უკრაინის მოქალაქეს საკუთარი სახლის დატოვება და ქვეყნის შიგნით სხვაგან გადასვლა მოუწია. ამ პროცესს UNHCR-მა უკვე უწოდა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სწრაფად მზარდი მიგრანტების კრიზისი. 

გუშინდელი მონაცემებით, ლტოლვილების ყველაზე დიდი ნაწილი 1.5 მლნ ადამიანზე მეტი პოლონეთში გადავიდა. უკრაინელი ლტოლვილები ასევე მიიღეს მეზობელმა ქვეყნებმა უნგრეთმა, სლოვაკეთმა რუმინეთმა და მოლდოვამ. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 110 ათასზე მეტი მოქალაქე გერმანიამ მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები