მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის აღდგენას $1 ტრილიონი დასჭირდება - პრემიერი

საქსტატი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა რომში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ქვეყნის მასშტაბური აღდგენის გეგმა წარადგინა, რომლის ღირებულება $1 ტრილიონს აღწევს და პროექტი ორი ძირითადი ფონდით ხორციელდება.

პრემიერის თქმით, აღდგენა მოიცავს 14-წლიან პერიოდს და დაფინანსდება როგორც რუსული აქტივების კონფისკაციით, ისე კერძო ინვესტიციების გზით განხორციელდება.

გეგმა იყოფა ორ კომპონენტად: უკრაინის ფონდია, რომლის მოცულობა დაახლოებით $540 მილიარდია და ის უნდა დაფინანსდეს რუსული აქტივების კონფისკაციითა და რუსულ ენერგოპროდუქტებზე დაწესებული სპეციალური გადასახადებით.

მეორე კომპონენტი ევროპული სტრუქტურული ფონდია 460 მილიარდი დოლარის მოცულობით, რომელიც კერძო ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად.

შმიჰალის განცხადებით, რუსეთის აქტივების სრული კონფისკაცია „გამართლებული და სამართლიანი გადაწყვეტილებაა“, რომელიც უკრაინის აღდგენისთვის აუცილებელია. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ხარჯი ყოველწლიურად €50 მილიარდს აღწევს და მას მიაჩნია, რომ ამ ოდენობის ნახევარი ევროკავშირმა უნდა დაფაროს. პრემიერის თქმით, ეს იქნება უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების ერთობლივი ინტერესების დაცვისა და მხარდაჭერის ნიშანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები