გაეროს, მსოფლიო ბანკისა და ევროპული კომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენას და რეკონსტრუქციას დაახლოებით 524 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
აქედან $84 მილიარდი საცხოვრებელი უძრავი ქონების; $78 მილიარდი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და $68 მილიარდი ენერგეტიკული სექტორის აღდგენას დასჭირდება.
ზემოხსენებული $524 მილიარდი თითქმის 3-ჯერ აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკონსტრუქციას ქვეყანა თავად ვერ შეძლებს და მას აუცილებლად დასჭირდება საგარეო დახმარება.
კვლევის თანახმად, ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, უკრაინაში 2.5 მილიონი საცხოვრებელი სახლი და შენობა განადგურდა; კონფლიქტურ რეგიონებში კი უძრავი ქონების 72% განადგურებულია.
უნდა აღინიშნოს, რომ $524 მილიარდი ზარალის წინასწარ შეფასებას წარმოადგენს და არ არის გამორიცხული, ომის დასრულების შემდეგ, რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხის მოცულობა მკვეთრად გაიზარდოს.