მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ბაზარზე პოზიციების დაახლოებით 60%-ის დაბრუნდება შევძელით - “წყალი მარგებელი”

643467146a9a7
ლიკა გურაბანიძე
10.04.23 23:30
498
“უკრაინა ჩვენი პირველი ექსპორტიორი ქვეყანაა და ომის დაწყების შემდეგ ამ ბაზრის გამოკლებით, ექსპორტის დაახლოებით 50% დავკარგეთ. თუმცა, 2022 წლის ბოლოს და 2023 წლის დასაწყისში პოზიციების დაახლოებით 60%-ის დაბრუნდება შევძელით,” -  ამის შესახებ “წყალი მარგებელის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ბერიშვილმა ლარის კურსის გამყარების ბოლოდროინდელ ტენდენციაზე კომენტირებისას “საქმიან დილაში” განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია უკრაინელი პარტნიორების მხარდაჭერას ცდილობს, რათა ქვეყანამ პროდუქციის მიღება შეძლოს.

“მუდმივად ვმუშაობთ და მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებს როგორც ფასის კუთხით, ასევე მთელი რიგი აქციები გვაქვს დაგეგმილი. ეს კეთდება იმისათვის, რომ არა მხოლოდ პოზიციები დავიბრუნოთ უკრაინაში. არამედ, ამ ბაზარზე უფრო მასშტაბურად დავბრუნდეთ და უფრო მეტადაც განვვითარდეთ,” - აღნიშნა ანა ბერიშვილმა.

“წყალი მარგებელის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ბერიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში კომპანიას ექსპორტის 6-12%-იანი ზრდა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები