მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა შემდეგ თვეებში შესაძლოა $5 მლრდ შეადგინოს - უკრაინის პრემიერი

625d4cc13c6c5
ვიქტორია მღებრიშვილი
18.04.22 18:55
773
უკრაინის დეფიციტმა შემდეგ თვეებში, შესაძლოა 5 მლრდ დოლარი შეადგინოს - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა ამერიკულ ABC News-თან საუბრისას განაცხადა. 

პრემიერ-მინისტრმა საუბრისას, თუ რა დახმარებას ელის უკრაინა დასავლეთისა და აშშ-სგან რუსეთთან ომის მოგების მიზნით, აღნიშნა, რომ „იარაღი, ფინანსები და სანქციები - ტრიადაა, რომელიც მზად არის შეაჩეროს აგრესორი და ევროპაში მშვიდობა დააბრუნოს“.

„მიმდინარე კვირაში ჩვენი გუნდის ფინანსური ბლოკი ვაშინგტონში იმუშავებს. შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და აშშ-ს ხელისუფლებასთან, რათა მოვიზიდოთ დამატებითი საშუალებები უკრაინის ჯარის, ეკონომიკისა და ჩვენი ხალხის საჭიროებების დასაფინანსებლად. ბოლო თვეებში ბიუჯეტის დეფიციტმა, შესაძლოა 5 მლრდ დოლარი შეადგინოს, ამიტომ დასავლეთის ფინანსური დახმარება ისე გვჭირდება, როგორც არასდროს“, - აღნიშნა შმიჰალმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა ომის დიპლომატიურად დასრულებისთვის მზად არის, თუმცა თავის ეროვნულ ინტერესებს არ დათმობს.

„თუ რუსეთს ომის დიპლომატიით დასრულდება არ უნდა, მაშინ ჩვენ იძულებული ვიქნებით, ომი ბრძოლის ველზე დავასრულოთ“, - თქვა უკრაინის პრემიერმა.

უკრაინული გამოცემა Unian-ი პრემიერ-მინისტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ ბიუჯეტის შევსება სამხედრო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით, პარტნიორების ხელშეწყობითა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები