უკრაინის დასახმარებლად ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Microsoft-ი დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოყოფს.
კომპანიის პრეზიდენტისა და ვიცე-თავმჯდომარის, ბრედ სმიტის განცხადებით, Microsoft-ი მომავალშიც განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და მისთვის კრიტიკული მნიშვნელობის სერვისების მიწოდებას.
საერთო ჯამში, 2023 წლისთვის Microsoft-ის მიერ გამოყოფილი დახმარების მოცულობა 400 მილიონ დოლარს მიაღწევს, რაც კერძო კომპანიის მიერ განხორციელებული უმსხვილესი კონტრიბუცია იქნება.
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის განცხადებით, მიმდინარე ომი რეალურად ტექნოლოგიური დაპირისპირებაა, რომელშიც ის მხარე გაიმარჯვებს, რომელსაც ტექნოლოგიური უპირატესობა ექნება, სწორედ ამიტომ რუსი სამხედროებით აქტიურად ცდილობენ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და კავშირგაბმულობის ქსელების განადგურებას.




























