მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკების შეხვედრის ადგილზე ჩავიდა

621c8e68605d3
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.22 13:00
546
უკრაინის დელეგაცია ბელარუს-უკრაინის საზღვარზე რუსეთთან მოლაპარაკების გამართვის ადგილზე ჩავიდა.

უკრაინული გამოცემა UNIAN-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ ხელმძღვანელი დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი, დელეგაციის ხელმძღვანელი - აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საკონტაქტო ჯგუფიდან ანდრეი კოსტინი, სახალხო დეპუტატი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი.

მოლაპარაკების საკვანძო საკითხი - ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა და უკრაინიდან ჯარების გაყვანაა.

ცნობისთვის, დღეს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე მდინარე პრიპიატიზე დღეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მხარეების პირველი შეხვედრა უნდა გაიმართოს. დელეგაციის წევრი დავით არახამია აცხადებდა, რომ დღეს შეხვედრის მიზანი „წინადადებების მოსმენაა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები