მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების "სწრაფი პროცედურა" არ იქნება – გერმანიის კანცლერი

622a63fe12be9
BM.GE
11.03.22 00:44
5825
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების "სწრაფი პროცედურა" არ იქნება – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს. მისი თქმით, ის ეწინააღმდეგება უკრაინის სწრაფ გაერთიანებას EU–ში.

"მნიშვენლოვანია, რომ გავაგრძელოთ იმის განხორციელება, რაც წარსულში გადავწყვიტეთ", - განაცხადა შოლცმა და ხაზი გაუსვა რამდენიმე წლის წინ ევროკავშირსა და უკრაინას შორის გაფრომებული ასოცირების შეთანხმებას, რომელიც პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გარღმავებას ემსახურება.

დღესვე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ასევე უარყო უკრაინის მოწოდება ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესახებ.

”ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა– ასეთი რამ არ არსებობს”, - თქვა მან.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმაც გააკეთა:

შეგვიძლია თუ არა გავხსნათ გაწევრიანების პროცესი იმ ქვეყანასთან, რომელიც საომარ მდგომარეობაშია? მე ასე არ ვფიქრობ, - თქვა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, სურს გაუგზავნოს „ძლიერი სიგნალი“ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, რომლებმაც უკვე წარადგინეს წევრობის შესახებ განაცხადი.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინამ ევროკავშირის გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა და რუსეთის ინტერვენციის ფონზე, „ახალი სპეციალური პროცედურის“ ფარგლებში, ქვეყნის ევროკავშირში დაუყონებლივ მიღებისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, 2 მარტს, ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, ევროპარლამენტი გმობს რუსეთისა და ბელარუსის ქმედებებს უკრაინაში და ევროკავშირს მოუწოდებს სანქციების გამკაცრებისკენ. ამასთან, მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუციებს, დაიწყონ მუშაობა, რათა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და ამ მიზნით გაგრძელდეს მუშაობა ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით.

EU-ში წევრობის შესახებ განაცხადი წარდაგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები