მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინის იუსტიციის მინისტრი კორუფციის ბრალდებების ფონზე თანამდებობიდან მოხსნეს

უკრაინის იუსტიციის მინისტრი
BM. GE
12.11.25 18:30
683

უკრაინის იუსტიციის მინისტრი, გერმან გალუშჩენკო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ ბირთვული ენერგიის კომპანია, Energoatom-ში ჩატარებული გამოძიება უძღოდა.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ საქმე ოფიციალურად არ აღძრულა, თუმცა ანტიკორუფციულმა სამსახურმა მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა.

ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) მიერ დაწყებული გამოძიება ეხება სქემას, რომლის თანახმადაც ენერგო-მასალების მიმწოდებლები მაღალი თანამდებობის პირებს ქრთამს უხდიდნენ, რათა სახელმწიფო კომპანიას მათი პროდუქტი შეესყიდა. გამოძიების განცხადებით, კორუფციული სქემაში მხოლოდ გალუშჩენკო არ მონაწილეობდა, შესაბამისად, უახლოეს დღეებში სხვა სახელებიც გაჟღერდება.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას თავად გალუშჩენკომაც დაუჭირა მხარი. როგორც მან განაცხადა, თანამდებობიდან მოხსნა "დროებითია." მისივე მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება "მიზანშეწონილია" იქამდე, სანამ გამოძიება მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები