მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - ევროპული საბჭო

63d7d843118dc
მარიამ ვარადაშვილი
30.01.23 18:49
742
ევროპული საბჭო აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ამის შესახებ ევროპულ საბჭოსთან თანამშრომლობის 2023-2024 წლების პრიორიტეტების დასკვნებშია აღნიშნული.

ამას გარდა, ევროპული საბჭო წერს, რომ გასული წლის ივნისში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარეს. ეს სტატუსი დამატებითი ბიძგია ამ ქვეყნებისთვის ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კუთხით პროგრესი განაგრძონ. 

შეგახსენებთ, 2022 წლის 23 ივნისს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების შეტანის შემდეგ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. ევროკავშირი მზადაა მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც შესრულდება თორმეტი პრიორიტეტი, რომელიც ევროკომისიის გაწევრიანების შესახებ განაცხადთან დაკავშირებულ მოსაზრებაში არის განსაზღვრული.

კერძოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა გადაწყვეტილებით უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს კი მისცეს ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები