მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მადლობის სიგელები გადაეცათ

638640484664b
BM.GE
29.11.22 21:25
675
უკრაინის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის "ლელოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ანდრი კასიანოვმა მადლობის სიგელები გადასცა. 

"უკრაინა იბრძვის მთელი მსოფლიოს თავისუფლების დასაცავად. ქართველი ერი და არა მცირე ჯგუფი კოლაბორაციონისტებისა,დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. ამ ომში გაიმარჯვებს უკრაინა, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება რუსეთის იმპერიას.

დიდი მადლობა უკრაინელ ხალხს ამ მამაცობისთვის. ჩვენ ვიდექით და ბოლომდე ვიდგებით თქვენს გვერდით," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ბადრი ჯაფარიძის მოსაზრებით, ეს ევროპაში ბოლო ომი იქნება, რომელიც უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება. მისივე თქმით, ეს ბრძოლა არის ასევე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა, სადაც აგრესორი უნდა დამარცხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები