მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინის ომში გადამწყვეტი ეტაპი დგება - ოფიციალური პეკინი

ჩინეთი
BM. GE
07.08.25 22:00
612

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, მიმდინარე ომში გადამწყვეტი ეტაპი დგება. ჩინეთის პირველმა დიპლომატმა გააჟღერა მოსაზრებაც, რომ თუ ამის მზაობა იქნება, აზიური გიგანტი დეესკალაციის პროცესში თავის წვლილს შეიტანს.

მეტიც, ვანგ იმ პაკისტანთან ერთად შექმნილი “მშვიდობის მეგობრების” ინიციატივაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოფიციალური პეკინი და ისლამაბადი, როგორც გლობალური სამხრეთის მნიშვნელოვანი მოთამაშეები სამშვიდობო მოლაპარაკებებს მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს.

თავად “მშვიდობის მეგობრების” ინიციატივა ჩინეთისა და მისი ახლო მოკავშირეების სიმბოლური მნიშვნელობის თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისკენაა მიმართული. ცნობისთვის, ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ეწინააღმდეგება ომის გაგრძელებას და მხარეებს არა მეტი შეიარაღების, არამედ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდებს.

თუმცა კი, რუსული სამხედრო მანქანის უწყვეტ მუშაობაში ჩინეთის წვლილიც დიდია. ინდოეთთან ერთად სწორედ ეს ქვეყანა ყიდულობს ყველაზე დიდი ოდენობით რუსულ ნავთობს. ნავთობს, რომლის გაყიდვით მიღებულ თანხებსაც პუტინის რეჟიმი ომის გასაგრძელებლად იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები