უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელის, სერჰი კორეცკის დანიშვნას მხარი დაუჭირა. ის 2022 წელს რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის მესამე პრემიერ-მინისტრია.
კორეცკის, რომელიც მანამდე სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტის – "ნაფტოგაზის" აღმასრულებელი დირექტორი იყო, კანონმდებლებმა "ნიჭიერი და ეფექტიანი მენეჯერი" უწოდეს. მის კანდიდატურას მხარი 289 დეპუტატმა დაუჭირა.
კენჭისყრამდე პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას კორეცკიმ განაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტები უკრაინის თავდაცვა, ეკონომიკური სტაბილურობა და ევროკავშირში ინტეგრაციაა.
ვინ არის სერჰი კორეცკი - უკრაინის პრემიერ მინისტრი?
შეგახსენებთ, რომ კორეცკიმდე უკრაინის პრემიერ-მინისტრობის პოსტს იულია სვირიდენკო იკავებდა. იგი თანამდებობაზე 2025 წლის ივლისში დაინიშნა, 2026 წლის 12 ივლისს კი ზელენსკიმ მისი მოხსნისა და ახალი პრემიერის დანიშვნის შესახებ განაცხადა. იულია სვირიდენკოსთან ერთად, უკრაინის მთავრობაც გადადგა.




























