მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ თბილისს მიმართავს – "ღიად გაემიჯნეთ რუსეთის გადაწყვეტილებას"

622508baae41b
მარიამ ვარადაშვილი
06.03.22 23:18
4782

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტო რუსეთის მიერ საქართველოსთვის გაუქმებულ სავაჭრო სანქციებს ეხმაურება. როგორც უკრაინული მხარე წერს, ხაზგასასმელია, რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღო, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირის მსგავსად, რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა. 

“რუსეთთან ვაჭრობის ხელშეწყობა კატეგორიულად მიუღებელია იმ ფონზე, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებს თავს ესხმიან, ბომბავენ უდანაშაულო მოქალაქეებს და მათ შორის ბავშვებს. 

ოფიციალურ თბილისს მოვუწოდებთ, ღიად გაემიჯნოს რუსეთის ამ გადაწყვეტილებას, ქვეყნის, რომლის ხელმძღვანელობაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და უკრაინაში ომის დანაშაულს ჩადის.

რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოება რუსეთს დამატებითი რესურსებით უზრუნველყოფს, რომ განაგრძოს ომი უკრაინაში, ხოლო ამგვარად მიღებული მოგება უკრაინის მოკლული მოქალაქეების სისხლით არის გაჟღენთილი. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წელს მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომზეც წერს და აღნიშნავს, რომ ქართველები კარგად ხვდებიან იმ ომის საშინელებას, რაც ახლა უკრაინაში ხდება.

“ამავე დროს აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობამ დაივიწყა ეს ყველაფერი და ახლა ცდილობს ეს მომენტი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს”,-წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები