უკრაინის სახელმწიფოს საწარმო „ანტონოვი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავის Ан-225 „ოცნების“ აღსადგენად საერთაშორისო ფონდის შექმნის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ Unian-ის ცნობით, კომპანიის საერთაშორისო საავიაციო საზოგადოების მიმართ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ანტონოვის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს თვითმფრინავი Ан-225 „ოცნება“ განადგურდა. სახელმწიფო საწარმო „ანტონოვის“ თანამშრომლები „ლეგენდარული თვითმფრინავის, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი სიმბოლოს“ სრული დაკარგვის დაუშვებლობას აღნიშნავენ და საავიაციო ტრანსპორტის ფლაგმანის აღდგენის სამუშაოების აუცილებლობის შესახებ საუბრობენ.
„ანტოვის“ განცხადებით, თვითმფრინავის აღდგენისთვის ყველა საჭირო სასწავლო-ტექნიკური დოკუმენტაცია და საწარმოს თანამშრომელთა დიდი სურვილი არსებობს. ამასთან მიმართვაში ნათქვამია, რომ უკრაინისა და სახელმწიფო საწარმო „ანტონოვის“ რთული პერიოდის გათვალისწინებით ამ ამოცანის განხორციელებისთვის საკმარისი სახსრები არ არსებობს.
„გადამზიდი თვითმფრინავის Ан-225 „ოცნებას“ აღდგენის მიზნით, გთავაზობთ შევქმნათ საერთაშორისო ფონდი“, - ნათქვამია მიმართვაში.
ცნობისთვის: მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავის განადგურების შესახებ ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომის პირველ დღეებშივე დადასტურდა. სახელმწიფო კონცერნ "უკრობორონპრომის“ ინფორმაციით, თვითმფრინავის აღდგენისთვის 3 მლრდ დოლარი და 5 წელი იქნება საჭირო.




























