მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსული სამხედრო გემი გაანადგურეს

23

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კასპიის ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდი "ოხოტნიკი“ გაანადგურეს - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

„19 დეკემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით გაანადგურეს რუსული საზღვაო ხომალდი „პროექტი 22460 ოხოტნიკი“. ის კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების პლატფორმის მახლობლად პატრულირებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გემს რამდენიმე უკრაინული დრონი დაეჯახა. დაზიანების მასშტაბი და გემის კორპუსის ნომერი ამჟამად დგინდება.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში, ფილანოვსკის ნავთობისა და გაზის საბადოზე, რომელიც კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის, საბურღი პლატფორმა დაბომბეს.

„პლატფორმა უზრუნველყოფს ნავთობისა და გაზის წარმოებას და მონაწილეობს რუსი აგრესორის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაში. მისი უწყვეტი ოპერატიული შესაძლებლობები და ზიანის მასშტაბები დგინდება“, - აღნიშნა გენერალურმა შტაბმა.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტზე შეტევა განახორციელეს. 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 27 დაშავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები