მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის თავდაცვის დაფინანსება 67.6 მლრდ გრივნით იზრდება

623776de6a07f
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.22 22:45
893
უკრაინა თავდაცვის დაფინანსებას 67.6 მლრდ გრივნით ზრდის, რაც სახელმწიფოს მიერ დიდი ბრიტანეთიდან მოზიდული საკრედიტო სახსრებით ხორციელდება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს.

უკრაინული გამოცემების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკრაინის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს მოაწერა ხელი, რომლითაც საგარეო ვალის ხარჯზე სახელმწიფო ბიუჯეტი დაფინანსება იზრდება, კონკრეტულად კი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მიერ გამოყოფილი საკრედიტო მხარდაჭერით უკრაინის თავდაცვისუნარიანობა ძლიერდება.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 67.56 მლრდ გრივნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ ფონდში „თავდაცვის, სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვის, მოდერნიზაციისა და შეკეთების“ პროგრამაში მიიმართება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ფინანსური რესურსით უკრაინა სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს, რაც ბრიტანელი მომწოდებლებისგან მიწოდება და შემდგომი მოვლის პირობით ორი ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდი შეძენას; რვა სარაკეტო ნავის ერთობლივ მშენებლობას; არსებულ გემებზე იარაღის სისტემების მიწოდებასა და მონტაჟს; ფრეგატის ერთობლივ მშენებლობას, ასევე საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკონსულტაციო და ტექნიკური მხარდაჭერას და ბრიტანული მხარის საკრედიტო მხარდაჭერის ფარგლებში საზღვაო ძალების შესაძლებლობების განვითარებას მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები