მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის თემაზე ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებები ევროპის მონაწილეობით მალე გაიმართება - მერცი

მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები ევროპელი ლიდერების მონაწილეობით მალე გაიმართება. მასში მონაწილეობას ამერიკელი, რუსი და უკრაინელი დიპლომატები მიიღებენ, თუმცა უცნობია, კონკრეტულად ვინ წარადგენენ მხარეებს.

მერცს შეხვედრის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა განმარტა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის ინტერესებს გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და იტალია დაიცავენ.

მერცის თქმით, ევროპის ჩართულობით დაგეგმილი შეხვედრა "ნეიტრალურ ტერიტორიაზე", არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სამშვიდობო სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში გასულ კვირას გაიმართა. მასში უკრაინის, რუსეთისა და ამერიკის წარმომადგენლები, მათ შორის ჯარედ კუშნერი, სტივ უიტკოფი, რუსტემ უმეროვი, კირილო ბუდანოვი და ვლადიმერ მედინსი მონაწილეობდნენ. მაშინ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები