მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები ვიდეოფორმატში გრძელდება

622cecae7d40a
BM.GE
12.03.22 22:51
789
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები, რომელიც მანამდე ბელარუსში შეხვედრების ფორმატში იმართებოდა, ვიდეოფორმატში გრძელდება.

როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული დელეგაციის წევრმა, მიხაილ პოდოლიაკმა და რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურეს.

„დიახ, მოლაპარაკებები გრძელდება ვიდეო ფორმატში. დელეგაციას კვლავ ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. დეტალებზე კომენტარისგან ამ დროისთვის თავს ვიკავებთ“, – განაცხადა პესკოვმა.

გავრცელებული ცნობები „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაადასტურა მიხაილო პოდოლიაკმაც, რომლის თქმით, მოლაპარაკებები უწყვეტ ვიდეოფორმატში გრძელდება.

„რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ვიდეოფორმატში უწყვეტად გრძელდება. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ქვეჯგუფები. უკრაინის პოზიციები განპირობებულია მკაცრი წინარე დირექტივებით“, – განაცხადა პოდოლიაკმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები